ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და...

“ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს” – კახა კალაძე

აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობებს გადატვირთავს.

„არ ვიცი უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს.

ასეთი განცხადებები, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იგივე ხდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ხალხი რეალობას ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის. როდესაც თუნდაც ევროპიდან თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია, ეს მოცემულობად უნდა მიიღო, რაც აზიანებს და ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს, ევროპას და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ვიცით მეგობრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს აშშ-ის მხრიდან მსგავს განცხადებებს და დამოკიდებულებას.

რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობით. ჩვენ ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას პირადად არის თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქცირებულთა სიაში, კახა კალაძის თქმით: „ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში...

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...