პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტელეკომპანია იმედი არის ამ ქვეყანაში მთავარი პროპაგანდისტული არხი,...

“ტელეკომპანია იმედი არის ამ ქვეყანაში მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელიც მუდმივად ტყუილებს აშუქებს” – ლევან ხაბეიშვილი

ტელეკომპანია იმედი არის ამ ქვეყანაში მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელიც მუდმივად ტყუილებს აშუქებს. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი“, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის მთავარი, მათ ენაზე უნდა ვთქვა, გამპრავებელი ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა თავპირს ალეწავენ ახალგაზრდებს, როცა 19-20 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს აპრავებს შემდეგ ტელეკომპანია იმედი.

თუ მსახიობებს იჭერენ, ექიმებს იჭერენ, თუ გცემენ, თავის ქალას აგხდიან, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ მოგიყვებათ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია იმედმა უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...