ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილს მაინც მოუწევს პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების...

“ივანიშვილს მაინც მოუწევს პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა” – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილს რაღაც მომენტში მაინც მოუწევს ამ მოთხოვნების – პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები იყოს დაცული,”- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით – “ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს და ეს გარდაუვალია, თუმცა აქ საუბარია დროზე, თუ რა დროში მოხდება ეს.

ჩვენი სურვილია და კატეგორიულად ვაყენებთ ამ მოთხოვნებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება უპირველეს ყოვლისა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა მოხდეს უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ აღარცერთი საქართველოს მოქალაქე არ დაზიანდეს, შეურაცხყოფა არ მიაყენონ, არ დააზიანონ, ფიზიკურად არ გაუსწორდნენ იმ პროტესტის ფარგლებში, რასაც საქართველოს მოქალაქეები თვითორგანიზებულად მართავენ.

ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ამ მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას. ამ მოთხოვნების შესრულება ივანიშვილს მაინც მოუწევს, თუმცა აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, მათი ინტერესების დაცვა და ქვეყნის დაბრუნება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური პროცესების დამშვიდება და ნორმალიზაცია რაც შეიძლება მოკლე დროში, ამიტომ მივიჩნიეთ მნიშვნელოვნად ამ ორი მოთხოვნის გაჟღერება მომხდარიყო უფრო ფორმალიზებულად ოპოზიციის მხრიდან იმ ფორმატში, რომელიც დღეს შედგა”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...