პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიჩვენი ამოცანაა ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და არ...

ჩვენი ამოცანაა ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და არ გვქონდეს წყვეტა სურსათის მიწოდებაში – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართა მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან. მინისტრმა შეხვედრაზე სურსათის მარაგისა და პროდუქტებზე ფასების რეგულირების საკითხები განიხილა.

,,ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ყველა იმ რგოლთან, რომელიც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაშია ჩართული,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე რიგი შეზღუდვების მიუხედავად სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და, მეორე მხრივ, არ გვქონდეს წყვეტა სურსათის მიწოდებაში.

მონიტორინგი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, რათა სიტუაცია იყოს მართული და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ.

განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, საქართველოს სავაჭრო ქსელების მომარაგების სისტემა სხვაგვარია.

არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მომარაგებაში იყოს წყვეტა ან შეფერხება, არ გვაქვს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენთან შექმნილი სპეციალური შტაბი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...