spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით. მანამდე...

“დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით. მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი სალომეა, ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია

“ქართულ ოცნებას” 6-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით და კონკრეტული მოთხოვნებით, მარნეულის იზოლატორიდან, მიმართავს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:

ქოცებო,
1. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ჩამოშლილები ხართ და ცერცვივით დაბნეულები. ყოველდღე უფრო და უფრო.

2. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ყოველდღე ათობით საჯარო მოხელეს (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირს) კარგავთ, მალე ასობით დაკარგავთ ყოველდღიურად.

3. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – სანქციები არ აგცდებათ – ქონება, ანგარიშები, ბიზნესები, გადაადგილება – აშშ და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ისე ვერ გეღირსებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, აგრესიულ მომხრეებსაც კი,
როგორც 2X2=4

4. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ლარის კურსს ტაბლოებზე, ეკონომიკის საბაზისო ციფრებს, ფასებს და პროგნოზებს – ისე დატორტმანდება თქვენი წყალობით ქვეყანა, დაგღეჭავთ ხალხი (შესაძლოა, უარესიც).

5. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – პარიებად და არალეგიტიმურად გაღიარათ ხალხმაც, უცხოელებმაც, მედიამ (უი, ხო, რ2 პირველი წაგექცევათ სულ მალე, მერე საზმაუ, ბოლოს იმედი, აბა postv-ს თქვენც კი არ უყურებთ), საშუალო ბიზნესები და უკვე მსხვილი ბიზნესები გამოდიან ნელ-ნელა ჩრდილიდან.

6. იცით თქვენც და გპირდებით ჩვენც – არავინ, არასდროს, არაფრის დიდებით არ შეგარჩენთ ამ ბოლო არჩევნებს და მერე თქვენ მიერ დატრიალებულ სისხლის კალოს.

ხო და ყველამ ყველაფერი იცით და ვიცით. უთხარით იმასაც და დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით. მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი სალომეა, ზურაბიშვილი. თქვენ კიდე კონსტიტუციური გადატრიალებით მოსული ხუნტა.
ასე რომ: დანიშნეთ“, – მიმართავს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...