სამშაბათი, მაისი 6, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებირიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას, ჩერდება მიკროავტობუსების...

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას, ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება – ოფიციალური განცხადებები

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია კი ავრცელებს ინფორმაციას რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მომსახურების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით:

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა,“ – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

მიკროავტობუსების მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები „თბილისის მიკროავტობუსების“ მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური ანაზღაურების გარეშე:

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენური ნორმები.

ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ – კახა კალაძის...

„დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე...

თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას გაეცნო

2 მაისს, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...