შაბათი, ივნისი 14, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპროექტები და ინიციატივებისაჭიროა მივიღოთ ცვლილებები და კარანტინის წესის დამრღვევთათვის სანქციები...

საჭიროა მივიღოთ ცვლილებები და კარანტინის წესის დამრღვევთათვის სანქციები დაწესდეს – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, კონკრეტული ინიციატივით გამოვიდა. არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს შესთავაზა დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას შეეხება:

მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას შეეხება – თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რის უფლებაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას და მზად არის იმ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების განხილვისა და მიღებისთვის, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. მისი თქმით, იმ შემთხვევათა რაოდენობის გათვალისწინებით, როდესაც პოლიციამ კარანტინის წესის დარღვევებზე მოახდინა პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა, საჭირო ცვლილებები დამუშავდეს.

ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველო ახლა ახერხებს, ეპიდემიური რისკების ეფექტურად მართვით, ჩამორჩეს ეპიდემიის გავრცელების პიკს და მსოფლიოში არსებულ საერთო მაჩვენებლებს, რაც იმედის მომცემი ტენდენციაა.

ეს არის იმედის მომცემი ტენდენცია, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენი სამსახურები ახერხებენ, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ვიდრე მოხდება მედიკამენტის შემუშავება და მისი ჩაშვება ფართო მოხმარებაში, ან მოხდება ვაქცინის შემუშავება, ან ეპიდემიის პიკი გადაივლის, ნებისმიერ ამ სამ ლოგიკაში, ის, რასაც დღეს აკეთებს ჩვენი ქვეყანა და ახერხებენ ჩვენი სამსახურები, არის ძალიან შედეგიანი და ძალიან მისასალმებელი. ამიტომ, ყველას გთხოვთ და განსაკუთრებით, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთად შევინარჩუნოთ ვითარება, რომელიც ახლა გვაქვს. ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა, საქართველომ ეს მოახერხა და ეს არის ძალიან დასაფასებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრს, და ყველა იმ ადამიანს ჯანდაცვის სფეროში, თუ სხვა მოკავშირე სამსახურებში, რომლებიც დღეს წინა ხაზზე დგანან და ამ რისკებს უშუალოდ ებრძვიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...