spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივმართავ ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა,...

“მივმართავ ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ” – კახა კალაძე

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც საგამოძიებო უწყებამ პარტიული ოფისები თუ ბინები გაჩხრიკა და გარკვეული ნივთები ამოიღო, საპროტესტო აქციებს ძალადობრივი ხასიათი აღარ აქვს.

ამ ყველაფრის შემდეგ ძალადობა შეწყდა. გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ახალგაზრდა ქვებს იღებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას აუცილებლად დასჭირდება შესაბამისი რეაგირება.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ. ლიდერები არ ჩანდნენ, თავიანთ ოფისებში თბილად იყვნენ მოკალათებულნი, ცხელ ყავას და ჩაის მიირთმევდნენ, ზოგს ცხელი შოკოლადიც ჰყვარებია, ახალგაზრდებს კი სწირავდნენ იმისთვის, რომ 4, 7 და 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდოთ. ისინი ყველაზე ბოროტი ძალა, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში დაბრუნდნენ. როგორც მან აღნიშნა, იმედი არ აქვს, რომ ამ მოწოდებას გაიზიარებენ.

მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები ჩვენს მოწოდებას გაიზიარებენ, რადგან მათი ქმედებები სიძულვილით და ბოროტებით არის გაჯერებული. შეიძლება ვიღაცებს აქვთ სურვილი, რომ ნორმალურ ჩარჩოებში განაგრძონ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ გარედან. ისინი ხომ აგენტები არიან და გარედან წამოსულ დავალებებს ასრულებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...