ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთავრობის მეთაურის ბრიფინგი: სასიხარულო ინფორმაცია, საყურადღებო შეფასებები და...

მთავრობის მეთაურის ბრიფინგი: სასიხარულო ინფორმაცია, საყურადღებო შეფასებები და ახალი შეზღუდვები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი გამართა, რა დროსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. კერძოდ, გიორგი გახარიამ ისაუბრა კორონავირუსის გავრცელებასა და მის პრევენციასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. ბრიფინგი კი დაიწყო სასიხარულო ინფორმაციით – კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით:

გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება, თუმცა სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული. ეს არის პირველი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამის გამო, პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენი სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს, ეს არის მნიშვნელოვანი.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი ან საბაბი, პირიქით. დღეს ჩვენ აბსოლიტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობის მიერ, კვირეების განმავლობაში, ეფექტური მუშაობისა, დღეს ჩვენ მაინც ფაქტობრივად გადავდივართ დაავადების გავრცელების ეტაპზე. რაც ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ჩვენ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ამის საჭიროება არ არის.

საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს არ გაგვაჩნია, შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ, ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა და ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ მინისტრმა ახალი შეზღუდვების თაობაზეც ისაუბრა. კერძოდ აიკრძალება სამარშრუტე სამარშრუტე ტაქსების (ე.წ. ყვითელი სამარშრუტე ტაქსები) მოძრაობა.

უახლოეს პერიოდში, უკვე ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის საკმაოდ რთული მენეჯმენტისთვის და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული.

ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ დეზინფიცირება ამ ტრანსპორტის და შესაბამისად, აქ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა” – კახა კალაძე

"ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას - ქილიკით...

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...