ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტი, რომელიც გაიძახის რომ "ქვეყნის ღალატს წიგნი არ...

“პრეზიდენტი, რომელიც გაიძახის რომ “ქვეყნის ღალატს წიგნი არ სჭირდება” ვერასდროს გახდება ქვეყნის მთავარსარდალი” – პაატა კვირკვაია

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა კვირკვაია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში შეფასებებს აკეთებს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით:

,,სამართალდამცავებმა აქციების დაშლის მიზნით გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, რაც ადამიანის უფლებების და დემოკრატიული სტანდარტების დარღვევაა. ცრემლსადენი გაზი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით იყო გამოყენებული; წყლის ჭავლი, რომელშიც დიდი რაოდენობით იყო გარეული რაღაც ნივთიერება, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა ადამიანის ჯანმრთელობა.

მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების დაკავება, ასევე ძალადობრივი ქმედებები დაკავების დროს. ძალიან ბევრისგან გავიგეთ და ზოგიერთი კადრიც კი არსებობს, თუ სად ჰყავდათ გამომწყვდეული ახალგაზრდები და როგორ უსწორდებოდნენ მათ ფიზიკურად თუ სიტყვიერად.

რამოდენიმეჯერ ვცადეთ დაგვესვა კითხვები ამ ცრუ სამართალდამცველებისთვის, თუ რატომ ჩადიოდნენ ამას, მათგან კი პასუხი იყო შემდეგნაირი, რომ მათი ქმედებები ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათი არგუმენტი ის არის, რომ ზოგიერთი აქციის მონაწილე შესაძლოა ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდა, რაც პროვოცირებას უწევდა სამართალდამცავების ჩარევას, ხოლო იგივეს ვერ ვიტყვით, როდესაც სოციალური ქსელებისა და მედიაპლატფორმების საშუალებით გავრცელებული ვიდეოები და ფოტოები ასახავდა იმ ყველაფერს რასაც აკეთებდა ბიძოს მონათა ჯგუფი.

მიმდინარე პროცესებს რაც შეეხება – ყველამ კარგად დაინახა და მათ შორის, ქვეყნის მოღალატე ოლიგარქმაც, როდესაც ხალხს ფიზიკურად გაუსწორდნენ მეორე და მესამე დღე იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე სხვა დღეებში.

შეიცვალა აქციის მონაწილეების ის დამოკიდებულება სპეცრაზმელების მიმართ, არ ეშინიათ უტევენ ბოლომდე, არ იხევენ უკან. აქციები საქართველოს მთლიანი მასშტაბით იმართება, რაც ასახავს ხალხის არჩევანს, მათ არ სურთ რომ ჰყავდეთ პრეზიდენტი, რომელსაც არც განათლებააქვს მიღებული და საერთოთ წიგნის მნიშვნელობაც კი არ იცის. პრეზიდენტი, რომელიც გაიძახის რომ ,,ქვეყნის ღალატს წიგნი არ სჭირდება ” ვერასდროს გახდება ქვეყნის მთავარსარდალი”, – განაცხადა პაატა კვირკვაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ...

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...