შაბათი, ივლისი 12, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის...

“რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია, სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები” – კახა კალაძე

ოპოზიციონერები თითქოს გმობენ ძალადობას, მაგრამ როდესაც „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლა ხორციელდება, ხმას არ იღებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს იკვეთება, როგორც ძალადობრივი ქმედებები, ასევე ვანდალიზმის ფაქტები, რაც მიუღებელია.

სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. არსებობენ კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც ვანდალიზმით არიან დაკავებული. პოლიციელების მისამართით პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიან. ესვრიან მათ მძიმე საგნებს, იყენებენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება.

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. შეუძლებელია ნორმალურმა და გონიერმა ადამიანმა ძალადობა წაახალისოს. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები და განცხადებები, თუ რას ამბობდნენ ოპოზიციონერი რადიკალები, სოცმედიასა თუ ტელეეთერებში. ძალადობაზე აღშფოთებას გამოხატავდნენ, თუმცა, მაგალითად, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ როცა ზეწოლა და ძალადობა ხორციელდებოდა, ხმას არ იღებდნენ.

ისინი ჩვეულებრივი მოძალადეები, ბოროტები და ყველაფრის მკადრებლები არიან. გახსოვთ, ერთმა ახალგაზრდამ „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ესროლა პოლიციელებს, ისინი გამოდიოდნენ და დაგმობის ნაცვლად, ახალისებდნენ. გმირად უნდოდათ ის ახალგაზრდა შეერაცხათ.

შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ საოცრება გააკეთა, ადგა და შეიწყალა ეს ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელებს. თუნდაც ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად რომ მიუვარდა და ზურგიდან ჩაარტყა, მაშინაც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ყველა ის განცხადება, რასაც ვისმენდით, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია. როგორ შეიძლება მათი რამე ირწმუნო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო, როგორც პოლიციელებს, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...