spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების...

კახა კალაძე: “ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის”

ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმები და მიზნები ცხადია – მოაწყონ არეულობა ქვეყანაში, რასაც არ დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება:

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც იმ გეგმის ნაწილია, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის; ემზადებოდა არეულობის მოსაწყობად, ქაოსისთვის, ქვეყნის ასაყირავებლად, რასაც ბოლო ორი წელია უცხოური ძალების დაფინანსებით, მათ მიერ დაგეგმილი ტრენინგებით ამზადებდნენ. ამ ყველაფერზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით.

რასაკვირველია, ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობთ მოსახლეობასთან მიმდინარე პროცესებზე და ამის შესახებ არაერთი განცხადებაც გავაკეთეთ. ასე რომ, რადიკალური ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმები და მიზნები ცხადი და ნათელია.

საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს და არ დაუშვებს არეულობას ქვეყანაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“სომხეთში ომი არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ…” – ნიკა გვარამია

სომხეთში იმართება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...