კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია - "ქართულმა ოცნებამ" მოშალა დემოკრატიის საფუძვლები

გიორგი გახარია – “ქართულმა ოცნებამ” მოშალა დემოკრატიის საფუძვლები

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:

,,აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ:

„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას.

ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა – ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა.

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ – კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად.

საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით”, – წერს გიორგი გახარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...