კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს" - რატი თვალავაძე

“ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს” – რატი თვალავაძე

თავდაცცის ძალების გენერალური შტაბის წევრი, რატი თვალავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად ტოვებს დაკავებულ თანამდებობას:

,,მეგობრებო, ყველა ზღვარი გადალახულია, დამდგარია გადამწყვეტი მომენტი.

ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, პატივს ვცემ აქ გატარებულ თითოეულ დღეს და ვაჟკაც ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომლებთანაც ურთიერთობა ყოველდღიურად მქონდა, ვაფასებ იმასაც, რაც ერთად გაგვიკეთებია აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებისა და დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთთავსებადობისთვის, თუმცა კაბინეტებში გამოკეტვის დრო აღარაა, აღარაა დრო არც ევფემიზმების, აბსტრაქციებისა თუ დიდაქტიკის; ახლა დრო არის ერთადერთის – პროტესტის. დღეს, რადგან სხვა შემთხვევაში – ხვალ აღარ იქნება.

მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობარ თუ არამეგობარ საჯარო მოხელეს ყველა უწყებაში, დააფიქსირეთ პოზიცია ხმამაღლა და დააფიქსირეთ ახლა, დატოვეთ თანამდებობები, გამოდით ქუჩებში.

მოვუწოდებ პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს, დაუდგნენ დემონსტრანტებს გვერდით ყველა იმ საშუალებით, რომლებიც აქვთ – განცხადებებით, სანქციების მოთხოვნით საკუთარი მთავრობებისგან.

მოვუწოდებ ჩემს სტუდენტებს (რომელთაც მოწოდება ისედაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ), ის, რაზეც წლების მანძილზე აუდიტორიებში გვისაუბრია საფრთხის ქვეშაა – იმ თავისუფლებას, რომელიც გვაძლევდა შესაძლებლობას თამამად გვესაუბრა იდეებსა და ღირებულებებზე, უპირებენ ფეხ-ქვეშ გათელვას. ისედაც ყველას კარგად გესმით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დასავლეთთან კავშირების საბოლოო ჩაჭრა ნიშნავს ბნელ პრო-რუსულ ტოტალიტარიზმს, რომელიც შემოაღწევს ყველა აუდიტორიასა და უკლებლივ ყველა იმ ოჯახში, რომელიც არ გაუწვება რეჟიმს. დაიცავით საკუთარი მომავალი ახლა!

და მუდმივად გქონდეთ რწმენა: ეს არ იქნება 1921, საქართველო არ დაკარგავს დამოუკიდებლობას; და ჩვენ ვერავინ, ვერავინ, ვერავინ ვეღარასდროს დაგვაბეჩავებს – საქართველო არ იქნება ჩეჩნეთი და საქართველოს შვილებს რუსები ვერ წაიყვანენ თავიანთ ბინძურ და სხვა ერების გამაუბედურებელ ომებში, გადავთელავთ ყველას, ვინც წინ დაგვიდგება ცივილური, ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”, – წერს რატი თვალავაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...