პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის უკანასკნელი ბრძოლა და ამის იქით ან...

“ეს არის უკანასკნელი ბრძოლა და ამის იქით ან გამარჯვება იქნება ან 37 წელი მინიმუმ აქტიური ადამიანებისთვის” – ირაკლი ოქრუაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მძიმე პოლიტიკურ შეფასებას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

გველს სანამ თავს არ მოვკვეთთ მანამდე დაგესლავს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის მის მხარდამჭერსაც და მთლიანად ქართულ სახელმწიფოებრიობას. გველის თავი ივანიშვილია და არა კობახიძე, ყაველაშვილი ან კალაძე. მთელს საზოგადოებას სწორება და სამიზნე ამ პაიკებზე აქვს გასწორებული და ივანიშვილი სამიზნის მიღმა გვრჩება. არადა ყველა ბოროტების სათავე ეგაა მისი ფულით სავსე ტომრებით, რითიც ყოველ საღამოს პრემიებით ასაზრდოებს მთელ ნიღბიან შპანას და არა პოლიციას. ამ შპანასთან კი სხვაგვარი ქცევაა საჭირო, ვიდრე აწეული ხელებით დგომა და პოლიციელი გმირიას ყიჟინა.

ყველამ უნდა გავიგოთ რომ კანონი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში და საქმე გვაქვს არა ხელისუფლებასთან, არამედ დამპყრობელთან.

რა უნდა ვქნათ?

ოპოზიციამ (მინიმუმ იმ ოთხმა პარტიამ თავი რომ ცისფერსისხლიანები ჰგონიათ) უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წინააღმდეგობის საორგანიზაციო შტაბის ჩამოყალიბებაზე, მოძებნონ/აირჩიონ/შეარჩიონ სურვილის, გამოცდილების და რესურსის მქონე ათმეთაურები და ოცმეთაურები, განუსაზღვრონ სამოქმედო არეალი (მეტ დეტალს აღარ დავწერ, თვითშემოქმედებით კი პროცესს უბრალოდ გავლევთ და ხალხს დავღუპავთ თუ მათ არ აიღეს პასუხისმგებლობა, ვისაც ხალხმა ნდობის მანდატი მისცა).
შემდეგ კი უნდა გადავიდეთ შეტევაზე.

ეს არის უკანასკნელი ბრძოლა და ამის იქით ან გამარჯვება იქნება ან 37 წელი მინიმუმ აქტიური ადამიანებისთვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროა, როდესაც უყურებ, როგორ კვდება შენს თვალწინ შენი საყვარელი ქვეყანა, რომელსაც თან მიაქვს…” –...

სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს აქვეყნებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე,...

“მოსაპარი კიდევ ბევრია! საქმე (ქურდობა) ლაპარაკის ნაცვლად! აი, რა ყოფილა “ქართული ოცნების” ნამდვილი საარჩევნო...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომისტ...

“კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი – 71 წლის იქნება ეს თუ 31-ის” –...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...