პარასკევი, მარტი 14, 2025
15.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემები"მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ნუ აყვებიან აჟიოტაჟს"...

“მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ნუ აყვებიან აჟიოტაჟს” – კომპანია კარფურის განცხადება

კომპანია კარფურის განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს მიმართავს, რომ ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, ვინაიდან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე:

მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, ვინაიდან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე. ცალკეულ პროდუქციაზე მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე თაროებზე არსებული დანაკლისი ივსება მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე დროში.

გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადრისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული. პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კარფურის ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას, დატვირთულ მაგრამ ჩვეულ სტაბილურ რეჟიმში.

ამასთანავე გვსურს ავღნიშნოთ, რომ კომპანია კარფურისთვის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვახორციელბთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის დასაცავად და რისკების პრევენციისათვის. ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე ვითვალისწინებთ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მითითებას. მაღაზიასა თუ სათაო ოფისში შესვლამდე ყველა თანამშრომელი გადის ტემპერატურის სავალდებულო კონტროლს. კომპანიის შინაგანაწესის თანახმად მოგზაურიბიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს.

რეგულარულად ხდება ურიკების, კალათების და ყველა ზედაპირის დეზინფექცირება. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ დამატებით ზომებს, იმისთვის რომ ვუზრუნველყოთ ჰიგიენური და უვნებელი გარემო, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...