spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქმე, რომელიც ვითომ საქართველოს ემსახურება, სინამდვილეში ემსახურება ადამიანების...

“საქმე, რომელიც ვითომ საქართველოს ემსახურება, სინამდვილეში ემსახურება ადამიანების ტვინების ოკუპაციას, რომელსაც ჩვენ არ დაუშვებთ!” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მინდა, პერსონალურად თითოეულ თქვენგანს დაგიდასტუროთ მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერას თავისი კონკრეტული საფუძვლები გააჩნია. ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით, ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში, ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ. 26 ოქტომბრის არჩევნები ეს იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის. ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა ამ რეფერენდუმში, მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ეს ომი გრძელდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოო გამარჯვება ვერ მიიღწევა თუ მოვდუნდებით და ვიტყვით, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ხვალინდელი დღე არის უზრუნველყოფილი.

გარე ინტერესების, გარე ძალების წარმომადგენლებს ასე დავახასიათებ – მათთვის აფხაზი და ოსი მტერია, მათთვის ნებისმიერი ეროვნული საქმე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, რუსულია, მათთვის ჯაშუშობა და გარედან მართვა ნიშნავს დემოკრატიას, მათთვის მოსწავლეებში არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ნიშნავს ბავშვთა ინფორმირებულობას, მამის დამჭრელი და პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობის ავტორი არის გმირი, დეზინფორმაცია და სიძულვილი არის ცხოვრების წესი, თუ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს დღეს მიტაცებული, ისინი ცდილობენ ოკუპაცია გაუკეთონ ადამიანის ტვინებს და დააჯერონ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული საქმე, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან შეურაცხყოფის ობიექტები. მათ თუ დავუჯერებთ, თურმე გვარამია მაგარი და მართალი ქართველი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე – მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია, სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურაა“. მოსახლეობას, საზოგადოებას აჯერებენ, რომ ელექტრონულ არჩევნებში 2 მლნ 100 ათასი ადამიანიდან 300 ათასი ხმა გაყალბდა. მათ შურთ უკრაინის იმ მდგომარეობის, რაშიც სამწუხაროდ, დღეს არიან და არ მალავენ, რომ საფეხბურთო მატჩისას საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინის მხარეს არიან. ასეთია მათი ინტერესი, მათი პროპაგანდა, მათი გაგებით ის საქმე, რომელიც ვითომ საქართველოს ემსახურება, სინამდვილეში ემსახურება ადამიანების ტვინების ოკუპაციას, რომელსაც ჩვენ არ დაუშვებთ!“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ გაზაფხულის აქციების შემდეგ, ქართველმა ხალხმა თქვა – დიახ, გამჭვირვალობა არის ქართული საქმე.

26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა, თავისი არჩევანით მხარი დაუჭირა იმას, რომ მას სურს იცოდეს, ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო სექტორს თუ მედია საშუალებებს ქვეყნის გარედან. ქართველმა ხალხმა, რეფერენდუმის დროს, მხარი დაუჭირა იმას, რომ ეს არის არა რუსული, არამედ ქართული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე კანონი, დიახ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არის ქართული, ეროვნული და არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ, მთლიანად, ქართველი ხალხი და საზოგადოების უდიდესი და მყარი უმრავლესობა უჭერს მხარს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერ ეგუება იმასაც, რომ საქართველო გახდა მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობის ხარისხით, ჩაურევლობის და ეროვნული ინტერესების გატარებით თქვა, რომ ჩვენ, ამ ეროვნულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ პოლიტიკას გავატარებთ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...