spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებივირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის მერიის სხვადასხვა მომსახურებაზე დავადგინეთ...

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის მერიის სხვადასხვა მომსახურებაზე დავადგინეთ ახალი წესები და გარკვეული შეზღუდვები – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოებას განცხადებით მიმართავს და იმ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც აღნიშნული დაავადების პრევენციისთვისაა საჭირო. კახა კალაძის განმარტებით თბილისის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლიან ნაბიჯებს დგამს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვისთვის:

უკანასკნელ პერიოდში, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდასთან ერთად, საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო და მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლიან ნაბიჯებს დგამს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვისთვის.

ჩვენ უკანასკნელ დღეებში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის მერიის სხვადასხვა მომსახურებაზე დავადგინეთ ახალი წესები და გარკვეული შეზღუდვები.

დავადგინეთ ახალი წესები სოციალურ სასადილოებში მომსახურებაზეც და გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილი საკვები სახლში გავატანოთ. ამ პროცესში ჩართული იქნებიან მოხალისეები. ძალიან დიდია მომართვიანობა და ჩვენი მხრიდან ყველა ამ ადამიანს მადლობა.

დღეს მსურს, თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაგაცნოთ და ეს შეეხება ჩვენს პატარებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეწყვეტილია.

საბავშვო ბაღს ჩვენს ქალაქში აკისრია, როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც.

სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლის და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს.

პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, ნუტრიციოლოგისტებთან. პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა აღსაზრდელების მშობლებს. ეს შესაძლებელი იქნება ხუთშაბათიდან. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, როგორც ეს მოხდება უფასო სასადილოებთან მიმართებაში.
დაფასოებული პროდუქტების პაკეტის გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არცერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება“, – ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...