spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს და...

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და ამის გამო ისედაც გაჭირვებული მოქალაქეებისათვის დამატებითი პრობლემების გაჩენასთან დაკავშირებით “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს და დედაქალაქის მერიას:

,,მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისის დროს ყურადღების მიღმა არ დარჩეს ის ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება აქვთ შეჩერებული და ის 8000-მდე ადამიანი, რომლებიც უფასო სასადილოთი მომსახურებას ითხოვდნენ და მათი განცხადებები არ იყო დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ისინი, საერთოდ ყველანაირი მხარდაჭერის მიღმა დარჩა მერიას.

მოვუწოდებ ყველა გამგეობას, ამოიღონ ეს განცხადებები და ყველა ოჯახთან მოხდეს კომუნიკაცია, გამოინახოს რესურსი ამ ოჯახების მხარდასაჭერად მერიის მხრიდან და ასევე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დახმარების მსურველებს უშუამავლოს რაიონულმა გამგეობებმა.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ ამოიღოს იმ ოჯახების სია, ვისაც შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა და მიიღოს ზომები იმისთვის, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აღნიშნული ოჯახები, არ დარჩნენ საკვების გარეშე.

აუცილებელია მობილიზება და კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენის მხრივ ,,ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური მზად ვართ, როგორც აქამდე, ამჯერად მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია გავუწიოთ ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს და საჭიროებისამებრ მოვახდინოთ რეაგირება. დაგვიკავშირდით – 591051601“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...