spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, მთავარი მოძალადე არის სწორედ...

“ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, მთავარი მოძალადე არის სწორედ ივანიშვილი, რომელიც ქუჩა-ქუჩა დასდევს ადამიანებს, რომ აღუკვეთოს თავისუფლება” – ლევან ხაბეიშვილი

ცინიზმის მწვერვალია, როდესაც რუსული რეჟიმი ამბობს, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა. ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, მთავარი მოძალადე არის სწორედ ივანიშვილი, რომელიც ქუჩა-ქუჩა დასდევს ადამიანებს, რომ აღუკვეთოს თავისუფლება და არავის ეგონოს, რომ რომელიმე ასეთი ადამიანი დარჩება მარტო“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქალაქო სასამართლოში ანატოლი გიგაურის პროცესს ესწრება და მწვავე შეფასებებს აკეთებს აქციის მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებით:

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „ცინიზმის მწვერვალია, როდესაც რუსული რეჟიმი ამბობს, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა.

ჩვენ არ დაგვიწყებია არავის თავპირდალეწილი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები. არცერთი მოძალადე არც დაკავებულია, არც დაკითხული, როდესაც სახის ძველი დაუმტვრიეს ადამიანებს. რუსულ რეჟიმს კი სრულიად უსაფუძვლოდ 21 წლის ბიჭი ჰყავს გამომწყვდეული ციხეში, ახლა აპირებენ ორი შვილის მამა გამოკეტონ ციხეში.

ეს არის მათი სახე, არ ეშვებიან მშობლების, შვილების, ბებია-ბაბუების წვალებას, წამებას. ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, მთავარი მოძალადე არის რუსული რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, რომელმაც გააუქმა საქართველოში დემოკრატია, არჩევნები და შესაბამისად, ახლა დასდევს ქუჩა-ქუჩა ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს და ცდილობს, რომ მათ როგორმე აღუკვეთოს თავისუფლება. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ არცერთი ასეთი ადამიანი არ დარჩება მარტო და დავიცავთ ყველას ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...