პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ?...

“რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? – ეს არის სიცრუე და ცილისწამება ” – კახა კალაძე

ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტში დასარეგისტრირებელ იმ რეზოლუციების შეფასებისას განაცხადა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას და 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ეხება.

მისი შეფასებით, კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ, რის გამოც მოსახლეობას უსამართლობის განცდა უჩნდებოდა.

ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი – კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან მძიმეა.

როდესაც ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა უჩნდებათ. რაც შეეხება არჩევნებს, 2012 წლიდან ვარ ჩართული პროცესებში და ასეთი მშვიდი, თავისუფალი არჩევნები არ მახსოვს.

სხვათა შორის, ეუთო/ოდირ-ის შუალედური და საბოლოო დასკვნა მიუთითებდა იმაზე, რომ არჩვენები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საუბარი იყო, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, რაც წარმოუდგენელი და აბსურდია. როგორც კი დაინახეს, რომ ვერ გაიმარჯვა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც მათ წარმოადგენდა, მაშინვე დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და მსგავსი ინფორმაცია სიცრუეზეა დაფუძნებული.

რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? ეს არის სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება. ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ხართ სიცრუის პროპაგანდისტები. 700 ათასზე მეტი ხმით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი.

მადლობა იმ ადამიანებს, ოჯახებს, ვინც გამოვიდა და დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს; ხმა მისცა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროინტეგრაციას. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ეს არის ლეგიტიმაცია.

ისეთი რეზოლუციები, განცხადებები ბევრი გვინახავს, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, გაჯერებულია ცრუ ინფორმაციებით. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება მსგავსი რეზოლუციების მიღება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...