“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ოპოზიციას კონკრეტული პრეტენზიებით მიმართავს:
“ოპოზიციის ლიდერების წუხანდელი კომენტარებით (ხვალ არაფერი წყდება, ბრძოლა ახლა იწყება), ცხადი იყო რომ პარლამენტის ალყა არ მოხდებოდა, საამისოდ არც ხალხის მობილიზაცია იყო და არც რეგიონების.
სამი კარავი გაიშალა სვეცკად ყავის დასარიგებლად და ეგაა!
ოცნების დეპუტაცია პარლამენტში დღეს უპრობლემოდ შევიდა.
ოპოზიციის ლიდერებმა რაო?!
ომის მოგებას თავგანწირვა სჭირდება‼️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.