spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმისთვის რომ პარტიებმა დაფინანსება მიიღოს ჩვენ არ ვაპირებთ,...

“იმისთვის რომ პარტიებმა დაფინანსება მიიღოს ჩვენ არ ვაპირებთ, არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმურობა შევძინოთ” – გიორგი ვაშაძე.

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით:

,,იმისთვის რომ პარტიებმა დაფინანსება მიიღოს ჩვენ არ ვაპირებთ, არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმურობა შევძინოთ.

გასაგებია ეს არის კონკრეტული ასე ვთქვათ მუხლი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” ჩადო იმისთვის, რომ მერე ევაჭროს პოლიტიკურ ძალებს.

თვითმარქვია პოლიტიკურ ჯგუფთან ჩვენ ვაჭრობას არ ვაპირებთ. საქართველოს ევროპული ინტერესებისთვის ჩვენ ვაჭრობას არ ვაპირებთ, საქართველოს ეროვნული ინტერესებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, ამიტომ აუცილებლად დაიწერება ეს განცხადებები უპირობოდ და ამას ჩვენ მყისიერად შევიტანთ.

რაც შეეხება წინა განცხადებებს ეს თვითმარქვია ბელეტრისტიკოსები, რომ გამოდიან ,,ქართული ოცნებიდან”, ჩვენ ის განცხადება დავწერეთ იმიტომ, რომ იყო იურისტების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობდა და მეც მჯერა, მეც ასევე განვმარტავ, ასე ვთქვათ, კანონმდებლობას, რომ შემაჯამებელ ოქმამდე უარის უფლება გვაქვს მანდატებზე.

უბრალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ,,ქართული ოცნების” მითითებით ეს განცხადებები არ დააკმაყოფილა.

რატომ არ დააკმაყოფილა? უნდა რომ ფორმალური საფუძველი რაღაცა შეინარჩუნოს, რომ ასი ადამიანის უფლებამოსილება ცნოს, მორჩა და დამთავრდა.

თუმცა კიდევ ერთხელ, რომ ესეც ანტიკონსტიტუციურია და მომავალში ამაზეც იქნება აუცილებლად მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში, ისევე როგორც ანტიკონსტიტუციურია შეკრება თუ ისინი 25-ში აპირებენ შეკრებას. ეს არის აბსოლუტურად კანონგარეშე ვიღაც თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა და არაფერი საერთო ამას საქართველოს პარლამენტთან არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფასების საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს” – გია ნოდია

ფასებთან საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობებს თუ შეფასებებს, კონკრეტული პოზიციით...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...