ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2003 წლის 23 ნოემბერი უეჭველად ტკბილი სიმბოლოა დაპროგრამებული...

“2003 წლის 23 ნოემბერი უეჭველად ტკბილი სიმბოლოა დაპროგრამებული ზომბებისთვის და ამ 25 ნოემბერს ვეღარ უნდა გაიმეორონ” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქტივობებს:

თუ ადრე სხვადასხვა სფეროში გაფანტული აგენტურა სხვადასხვანაირად ინიღბებოდა – ზოგი კონსტრუქციულობანას თამაშობდა, თან ერთმანეთთან ვითომ პოლემიკაც ქონდათ შიგადაშიგ, ახლა ყველამ ღიად მოიყარა თავი ერთად, ერთნაირი ლოზუნგების ქვეშ:

უნივერსიტეტებში ჩანერგილმა ლიბერკომისრებმა კოლექტიური გიგი თევზაძეების ფორმით, სექტანტებმა სონღულაშვილების და რუსუდან გოცირიძეების სახით, ყველანაირი ჯურის ნატა ფერაძეები, პატარაიები, ლომჯარიები და კაპიტანი გიგაურებიც გაერთიანდნენ და ყველაზე შენიღბული საიაც ღიად გამოაგორეს ბრძოლის ველზე ნაცურად ისტერიულ- აჟიტირებული ქურდოვანიძის პირით (თავლაფდასხმული და ბოლომდე გამოყენებული ისფედი აღარაა საკმარისი).

ეს უტყუარად აჩვენებს, რომ ამ აგენტურისა და მათი პატრონებისთვის ბოლო გაბრძოლების მომენტია. იმავე დროს ამაშია მათი ძალაც – ბოლო ავანტიურაში სრული ძალებით, ბოღმით და სიძულვილით ჩაბმა, პატრონების საამებლად და წარმატების შემთხვევაში საკუთარი სიხარბისა და სადიზმის დაკმაყოფილების იმედებით.

ნუ მოგატყუებთ ტრენინგებზე გაზეპირებული მათი რიტორიკა ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ, ერთადერთი თავისუფლება მაგათთვის როთის მსახურებაა და უფლებები – ყველა განსხვავებული აზრის მქონე ციხეში ან სასაფლაოზე.

ამიტომ საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმაც ამას უნდა შეხედოს, როგორც გადამწყვეტ ბრძოლას ჩანერგილი მანქურთებისგან ერის განთავისუფლებისათვის.

2003 წლის 23 ნოემბერი უეჭველად ტკბილი სიმბოლოა დაპროგრამებული ზომბებისთვის და ამ 25 ნოემბერს ვეღარ უნდა გაიმეორონ“, – წერს ფეისბუქის პირა გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...