სამოქალაქო აქტივისტი, ნათია ძიძიგური სააფენტო ,,პარალელთან” ინტერვიუს აკეთებს, სადაც საუბრობს სტუდენტების როლზე ქართულ პოლიტიკურ პროცესებში:
,,სტუდენტების პროტესტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ ქვეყანაში მათ დიდი გავლენა აქვთ. ხელისუფლებას სწორედ მათი ეშინია, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტებს აღარ აძლევენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას.
1-ლი დეკემბრიდან მათ განათლების მიღების უფლება შეეზღუდებათ.
თუ სტუდენტები ვერ შეძლებენ საქართველოში სრულფასოვანი განათლების მიღებას და მშვიდობიან გარემოში ურთიერთობას, ეს ხელს შეუშლის ისეთი თაობების აღზრდას, რომლებიც ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიცავენ და გააუმჯობესებენ.
ძალადობის უკიდურესი ფორმაა, როდესაც ერთი ყველას წინააღმდეგ გამოდის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არაერთხელ მიმართა ამ ფორმას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ძირითადად სტუდენტების, წინააღმდეგ.
ამიტომ, დროა სიბნელიდან გამოვიდეთ და ჩვენი პროტესტით დავიცვათ ჩვენი მომავალი, რომელსაც ფაშისტური ხელისუფლება ცდილობს წაგვართვას.
როდესაც მთავრობა ღალატობს ხალხს, ითვისებს ძალაუფლებას და გადაიქცევა ტირანიად, ხალხს აღარ რჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გამოიყენოს თავისი ბუნებრივი უფლება და იბრძოლოს ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ.
სტუდენტების ძალით უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება — თავისუფლება, რომლის ჩამორთმევას ვერავინ შეძლებს, თუნდაც უმრავლესობა”, – განაცხადა ნათია ძიძიგურმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე