შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი...

“საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ასევე, მოგეხსენებათ და საჯაროდ ჩანს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. როგორც იცით, ამ მუხლის დანაწესით, მან უნდა განსაზღვროს ამ 10 დღის განმავლობაში რომელ დღეს გაიმართოს სხდომა.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, 12:00 საათზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის არჩეულმა წევრებმა, ცესკოს მიერ დამზადებული დროებითი მანდატების აღების შემდეგ, 25 ნოემბერს წერილობითი რეგისტრაცია უნდა გაიარონ პარლამენტის სხდომათა დარბაზთან, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე წარუძღვება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგზე.

პირველი საკითხი ეს არის უფლებამოსილების ცნობა. იცით, რომ ცესკოს თავმჯდომარეც არის ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის წევრების – 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც, შესვენების დროს, უკვე ყალიბდება ფრაქციები.

შესვენების შემდეგ ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა და მისი არჩევა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. შემდეგ, კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება და ამის შემდეგ, უკვე ხელახალ სხდომაზე უკვე კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

შესაბამისად, პირველ სხდომაზე გვექნება 3 ძირითადი საკითხი. ეს გახლავთ: პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, მათ შორის, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასესიო კვირის განმავლობაში დღის წესრიგში იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ასევე, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად.

შესაბამისად, მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვეყოლება სრულად, როგორც ფუნქციონირებადი XI მოწვევის პარლამენტი, ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, თარიღის დანიშვნის შემდეგ პროცესში ჩაერთვება ცესკო, რომელიც ამ არჩევნებს ატარებს. ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ 300 წევრში არის პარლამენტის 150 წევრი, ხოლო მეორე ნახევარი – 150 წევრი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლეს საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად და ამ პროპორციასაც ცესკო დაადგენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...