ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"2024 წლის არჩევნებში დაირღვა ყველაზე მთავარი პრინციპი -...

“2024 წლის არჩევნებში დაირღვა ყველაზე მთავარი პრინციპი – არჩევანის ფარულობა, შესაბამისად, ნებისმიერი შედეგი არალეგიტიმურია” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგის არალეგიტიმურობაზე საუბრობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

2024 წლის არჩევნებში დაირღვა ყველაზე მთავარი პრინციპი – არჩევანის ფარულობა, შესაბამისად, ნებისმიერი შედეგი არალეგიტიმურია, არც მმართველი პარტიაა გამარჯვებული და არც ოპოზიცია. ოპოზიციისთვის სასურველი შედეგიც რომ გაეფორმებინა ცესკოს, ფარულობის დარღვევის გამო მაინც არალეგიტიმური იქნებოდა.

არჩევნები განმეორებით უნდა დაინიშნოს არა იმიტომ, რომ ტოტალურად გაყალბდა ან ისე რა გაყალბდა ან სულაც არ გაყალბდა, არამედ იმიტომ რომ ყველაზე მთავარი პრინციპი დაირღვა.

რადგან არჩევნები არალეგიტიმურია, არალეგიტიმური იქნება როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების დამტკიცებული პარლამენტი და მთავრობა, ისევე შესაძლო ალტერნატიული მთავრობა ოპოზიციისგან.

ამ ეტაპზე პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება არანაირ შედეგს და ცესკოს მაჩვენებელზე აგებულ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელისუფლებო მოდიფიკაციას.

მთელი ამ ქაოსით ქვეყანა უკან მიდის და რაც უფრო დროულად ჩატარდება არჩევნები, რომელსაც არ ექნება ამგვარი საკვანძო ხვრელები, მით უფრო დროულად გადავალთ განვითარების შემდეგ საფეხურზე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი "ხმამაღალი...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...