პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა...

ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმი მელბორნის (ავსტრალია), ოსლოს (ნორვეგია), ჟენევის (შვეიცარია), მიუნხენის (გერმანია), ასპენის (აშშ), ბეიჯინისა (ჩინეთი) და ვისლერის (კანადა) გვერდითაა დასახელებული. World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 24 ნოემბერს, პურტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი. ღონისძიებაზე გაირკვევა, რამდენად შეძლებს ბათუმი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების სტატუსის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, ახალი ჯილდო მოიპოვოს.

World Travel Awards“ -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6 ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას გასულ წელს უმასპინძლა. ე.წ ტურიზმის „ოსკარი“-ს საუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...