ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დროა, მეტად დავორგანიზდეთ, მორიგეობა ვისწავლოთ და მერე სამი...

“დროა, მეტად დავორგანიზდეთ, მორიგეობა ვისწავლოთ და მერე სამი ღამე კი არა, სამი თვე შევძლებთ უწყვეტ აქციებს!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია საპროტესტო მოძრაობის ანატომიასა და საკუთარ განცდებზე საუბრობს:

როცა ადამიანი გადაღლილია, უძინარია, გადამწვარია, მას ბიოლოგიურად ეცლება ჰორმონები – გახსოვდეთ! სხეულისთვის უკიდურესი სტრესია უძილობა და გადაქანცვა. ამ დროს ადამიანს აღარ შეუძლია თმენა, აქვს უბედურების და სასოწარკვეთის განცდა – ასეთია ჩვენი სხეული.

მე როგორც გამოცდილმა აქტივისტმა, რომელიც ბევრჯერ ვყოფილვარ გადამწვარი, ვიცი, რომ ასეთ დროს, ჩემ შეგრძნებებს არ უნდა ვენდო; ვიცი, რომ როცა დავისვენებ, ეს გაღიზიანებულობა და უიმედობა გამივლის. როცა გადამწვარი ვარ, არ ვაჟღერებ ჩემ უბედურების განცდებს საჯაროდ. შეიძლება ვეწუწუნო მეგობარს, ან ვიტირო კიდეც იქ, სადაც ყველა ჩემიანია, მაგრამ – არა საჯაროდ!

რატომ? განა იმიტომ რომ ჩემ ადამიანობას და სისუსტეს არ ვაღიარებ, არა. როცა საჯარო პირი ხარ, ყველა შემოგყურებს და გაკვირდება – მტერი ჩასაფრებით, შენიანები კი მაგალითის ასაღებად. და როცა არ ვარ სამაგალითო ფორმაში, ვიცი, რომ უნდა გავეცალო საჯარო სივრცეს და მოვშუშდე. მანამდე ჩამანაცვლებენ ჩემი თანამებრძოლები, ცხადია. საბედნიეროდ, ერთ ადამიანზე არასდროს არაფერი დგას.

ეს ამდენი კი იმიტომ მოვყევი, რომ ძალიან ბევრი აპათია, საყვედური და დამუნათება შემხვდა ამ დღეებში იმ გადასარევი ადამიანებისგან, ვინც ღამეები ათია, დაიქანცა, დაავადდა… მე ეს ვისწავლე ჩემივე შეცდომებზე და რაღაც დროს მეც მომაშველეს ეს ცოდნა, რომ გადამწვარზე ყველაფერი არ უნდა მეწერა და მეთქვა საჯაროდ :))))))

საბოლოოდ, ძალიან ვამაყობ, რომ სამი ღამე ზედიზედ ვიბრძოლეთ 💪 ეს ჩვენთვის ახალია, მაგრამ მორიგეობას თუ არ ვისწავლით, ამოვწყდებით, ხალხო :)))

დროა, მეტად დავორგანიზდეთ, მორიგეობა ვისწავლოთ და მერე სამი ღამე კი არა, სამი თვე შევძლებთ უწყვეტ აქციებს! 💪💪💪
♥️♥️♥️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაია პატარაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...