spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ზურაბიშვილი ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა,...

კახა კალაძე: “ზურაბიშვილი ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს:

სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, რეალურად მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი. რა იქნება საქართველოში, ამის ინტერესი საერთოდ არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, თბილისის მერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.

ეს ჩვეულებრივი სისულელეებია. ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუკი მართლა რაიმე იყო არასწორად გაკეთებული, თუკი ვინმემ არჩევნები გააყალბა, როგორც თვითონ ამბობენ, ერთი ფაქტი წარმოადგინონ, ხომ შეიძლება? მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ მიმდინარეობს ეს სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გაჯერებულია სიცრუით“, – აღნიშნა მან.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიზანი ქვეყნის იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა.

მიზანი არის მარტივი – როგორმე დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. ის არის გავლენების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მას ჰყავს პატრონები და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს. როდესაც ხარ აგენტი, სხვა გამოსავალი არ გაქვს – რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. კითხვის დასმის უფლებაც არ გაქვს. აი, დღეს ამ რადიკალების სახით ვხედავთ მოღალატეებს, აგენტურას, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...