spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუ ამბობთ რომ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, უნდა გაგვაცნოთ...

თუ ამბობთ რომ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, უნდა გაგვაცნოთ მოქმედების სცენარიც – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კორონავირუსის გამო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისზე ყურადღებას ამახვილებს და ბიზნეს გარემოს აფასებს.

მისი განცხადებით პრობლემები მხოლოდ ტურისტული მიმართულებით არ გვაქვს, პრობლემებია ასევე გადაზიდვების მიმართულებით, მანქანების რეექსპორტის მიმართულებითაც და სწორედ ამიტომ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

პირველი, რომ სწორედ სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდმა და ჩვენ გავაკეთეთ პირველი განცხადება ეკონომიკასთან დაკავშირებით, რასაც გამოეხმაურა მთავრობა. პირველ ნაბიჯებსაც ვხედავთ, თუმცა ვფიქრობ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

მხოლოდ ტურისტულ სექტორს არ ეხება საქმე, აქ არის მანქანების რეექსპორტის საკითხი, რომელიც საკმაოდ დიდი ბიზნესია და ბევრი ადამიანია ჩართული ამაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა. ასევე არის პრობლემები გადაზიდვებში.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ კი არ ვთქვათ, რომ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, უნდა გამოვიდეს ყოველ დილით პრემიერი და თქვას დღევანდელი მოქმედების სცენარი ესეთია: პირველი, მეორე, მესამე… ასე უნდა იმუშაოს მთავრობამ, რომ კონკრეტულად ვიცოდეთ ყველაფერი.

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას, იყო საუბარი და მე არ ვემხრობი ამას, იმიტომ, რომ ჩვენი კონსტიტუციით სალომე ზურაბიშვილის ხელში ნიშნავს მართვის სადავეების გადასვლას და ყველას გვესმის სად შეიძლება წავიდეთ ამ კუთხით.

ნომერ პირველი პრობლემა კი, რაც დღეს დგას ჩვენს წინაშე, არის ის, რომ კორონავირუსზე სწრაფი ტესტის შესაძლებლობა იყოს. ალბათ უფასო ან ხელმისაწვდომი,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...