ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი"დეპორტირებულების საქმეზე" ხელახალი დებატები 2020 წლის ივნისისთვის ჩაინიშნა

“დეპორტირებულების საქმეზე” ხელახალი დებატები 2020 წლის ივნისისთვის ჩაინიშნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მოუწოდებს დაზარალებული ქართველებისათვის 10 მილიონი ევროს გადახდას.

რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოსგან მწვავე კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა, საკითხი ამჯერად რუსეთიდან ქართველების იძულებით დეპორტირებულების საქმეს უკავშირდება.

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველომ უპირობოდ მოიგო, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა დაზარალებულებისათვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა, ვადა 2019 წლის 30 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ გამონახა გზა და თავს არიდებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მიზეზად დაზუსტებული სიის წარდგენას ითხოვს.

კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ამიტომ ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ კომპენსაციის გადახდის წინაპირობად კვლავ საქართველოდან სიის წარდგენას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც უწყებიდან ვიგებთ „დეპორტირებულების საქმეზე“ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, 10 მილიონი ევრო უნდა გადანაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ ადამიანებზე, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 1500 დაზარალებული პირი გახლავთ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ითხოვს „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალ დებატებს, რისი წინააღმდეგიც რუსეთის ფედერაციაა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს მხარის თხოვნა და სწორედ ამიტომ სხდომა ამ საკითხზე 2020 წლის ივნისში ჩაინიშნა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...