ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული აქტივობები ხელისუფლების წაყრუების ბრალია:
“ხელისუფლების და მისი მომხრეების დუმილის, პასიურობის თუ წაყრუების ფონზე, რადიკალური ოპოზიცია იშტაზე მოდის და უკვე იმუქრებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მომხრეებს დახვდებიან და შავ საღებავს შეასხამენ.
თუ ხელისუფლების ეს პასიურობა იმით არის ნაკარნახევი, რომ რადიკალურმა ბაბლმა ბოლომდე გამოაჩინოს მისი დესტრუქციული, არაევროპული სახე, კიდევ გასაგებია. თუმცა, ყველაფერს თავის გონივრული ზღვარი აქვს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.