პარლამენტის არჩეული დეპუტატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან”, ლელა ჯეჯელავა საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის კონკრეტულ ფორმას სთავაზობს:
“ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც მიგვაჩნია,რომ ხმები მოგვპარეს და გვითხრეს არ არსებობთ არც თქვენ,არც თქვენი ხმებიო, პროტესტი რომ გამოვუცხადოთ საყოველთაო აღწერას და ცხვრებივით არ დავეთველივინოთ, ეს ხომ მაინც შეგვიძლია?!
ეს იქნება დაუმორჩილებლობის სამოქალაქო აქტი, რომელიც არ შეიცავს არც დიდ რისკებს და არც ფინანსები სჭირდება!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.