ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიკახა კალაძე: "გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას"

კახა კალაძე: “გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას”

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურეება ევროპარლამენტარების იმ ნაწილის პოზიციას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან.

როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, – მისი გუნდი, პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესს დაიცავს:

ჩვენ გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ჩვენ ამას ვისმენთ უკვე ძალიან დიდი ხანია და ვიღაცებს ჰგონია, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს ყველა – ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა დაითმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და ინტერესები. არ გამოვა ასე.

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას უნდა შეეგუოს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დღეს მილიონ 120 ათასმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ ანდო ქვეყნის ბედი, ჩააბარა ხელისუფლება, ქვეყნის მართვა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, ვინც პირველ რიგში, იცავს ეროვნულ ინტერესს, ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც ასეთი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებს აფასებს ეუთო/ოდირი და ამ ორგანიზაციის როგორც შუალედური ანგარიში, ასევე საბოლოო დასკვნა იყო დადებითი:

ჩვენ ვისმენთ სპეკულაციურ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც ევროპარლამენტარები აჟღერებენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია…

2012 წლიდან ჩართული ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, შეხვედროდნენ მოსახლეობას, ძალიან მშვიდი, სტაბილური გარემო იყო და ყველას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

არჩევნების დღეს 25 000 დამკვირვებელი, პარტიების 25 000 წარმომადგენელი და კომისიის 25 000 წევრი იყო, რა გაყალბებაზეა საუბარი?! 2000-მდე უცხოელი დამკვირვებელი, რომელთა განცხადებებს ვისმენდით პირდაპირ ეთერებში, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და იყო მრავალპარტიული. სხვა სპეკულაციური პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა და თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი "ხმამაღალი...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...