ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ვერავინ და ვერაფერი დამარწმუნებს, რომ ივანიშვილის პარტიას რაიმე...

“ვერავინ და ვერაფერი დამარწმუნებს, რომ ივანიშვილის პარტიას რაიმე ლეგიტიმურობა აქვს” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით:

,,თუნდაც მხოლოდ ჩვენ რაც ვნახეთ ისანში არჩევნების დღეს, ამის მერე ვერავინ და ვერაფერი დამარწმუნებს, რომ ივანიშვილის პარტიას რაიმე ლეგიტიმურობა აქვს.

მისი “პარლამენტი” იქნება ნაქურდალი და ყველა ნაქურდალის მეწილე გახდება, ვინც კი ამის ნაწილად ქცევას გაბედავს.

არალეგიტიმურობა არის და იქნება დამოკლეს მახვილი ივანიშვილის რეჟიმზე.

არაღიარებულ, ერთპარტიულ და ნაქურდალ ბანდას უნდა ახსოვდეს, რომ ეს გაურკვევლობა მათი პრობლემაა და არა ჩვენი: ხალხის, ვისაც შეთქმულება მოუწყვეს არჩევნების გაყალბებით.

დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნებს და ეს ასე უნდა დარჩეს მომავალშიც. ლეგიტიმაციას აქ და ახლა ქართველი ხალხი იძლევა და ამას ერგება (და კვლავაც მოერგება) ყველა სხვაც.

მესმის ხმები, რომ უნდა დაიწყოს პარალელურად მზადება მუნიციპალური არჩევნებისთვის… მაგრამ ვინ ჩაატარებს ამ არჩევნებს? ეს დანაშაულებრივი ცესკო, მისი გამყალბებელი თავმჯდომარით – რომ ჩივის, გამოჟონილი წერტილებით ნუ მაწუხებთო… თუ იმ უბნების მაცხოვრებლები (სოფლებზე აღარაფერს ვამბობ) ქრთამით და შანტაჟით რომ დათმეს თავიანთი პირადობის მოწმობები?!

ნებით თუ უნებლიეთ “ფასადად” არ უნდა ვექცეთ გამყალბებლებს. ის რაც ჩვენი არგუმენტია, უმნიშვნელოვანესი არგუმენტია პროტესტისათვის: ივანიშვილის “პარლამენტს” არ აქვს ლეგიტიმურობა.

ქურდს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ქურდია”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები...

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ...

“მონობაზე უარესი მხოლოდ ნებაყოფლობითი მონობაა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ემოციურ შეფასებებთან...

“გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...