ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"გადასცა თუ არა ნაცმოძრაობამ საკუთარი ამომრჩევლის ხმების ნაწილი...

“გადასცა თუ არა ნაცმოძრაობამ საკუთარი ამომრჩევლის ხმების ნაწილი მათ სატელიტებს – ხაზარაძის და გახარიას პარტიებს?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ერთგვარ ანალიზს აკეთებს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების ბაზაზე და აცხადებს, რომ “თავიანთი ხმებით გახარიას და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ”:

გადასცა თუ არა ნაცმოძრაობამ საკუთარი ამომრჩევლის ხმების ნაწილი მათ სატელიტებს – ხაზარაძის და გახარიას პარტიებს? შევეცადოთ მშრალი ციფრებით და ფაქტოლოგიით გავერკვეთ, მოხდა ეს თუ არა.

ცოტა ხნით დავუბრუნდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც მხოლოდ ნაცმოძმა 27.18% მიიღო. ხოლო ნაცმოძიდან გამოყოფილმა პარტიებმა ევროპულმა საქართველომ – 3,79%, ჭიჭე ვაშაძის პარტიამ – 3,15%, ჯერ კიდევ ერთიანმა „გირჩმა“ კი – 2,89%.

მოვიდა 2024 წლის არჩევნები და ზემოთ ხსენებული პარტიები, თავიანთი ელექტორატით, გადანაწილდნენ ორიგინალ ნაცმოძრაობასა და მისი ასლის „კოალიცია ცვლილებებისათვის“ შორის. შესაბამისად, თეორიულად ორივე სუბიექტის ელექტორალური რესურსი ჯამურად უნდა ყოფილიყო დაახლოებით 37%.

სინამდვილეში! „ნაცმოძი-1“-მა მიიღო 10.17%, ხოლო „ნაცმოძი-2-მა“ 11.03% – სულ 21,2%(!!). ანუ სახეზეა დრამატული ელექტორალური ვარდნა ბოლო 12 წლის მანძილზე.

ისმის კითხვა: მართლაც ასეა საქმე? სად წავიდა კოლექტიური ნაცმოძის დანარჩენი ელექტორალური რესურსი? არ მივიდა არჩევნებზე? ნაკლებად სავარაუდოა მათი ელექტორალური ქცევიდან გამომდინარე.

უფრო სავარაუდოა, რომ როგორც საკმაოდ დისციპლინირებული ამომრჩეველი, დაემორჩილნენ პარტიის დირექტივებს, რომ „ეხლა ასეა საჭირო“ და თავიანთი ხმებით გახარიას და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ.

როგორც ზემოთ მოყვანილი კალკულაცია გვიჩვენებს, საამისოდ ნაცმოძს საკმარისად ჰქონდა ხმების რესურსი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...