ელისო კილაძე ტელეკომპანია “იმედზე” თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება და კონკრეტული პრეტენზიებით მიმართავს ოპოზიციას:
“ოპოზიციის შეცდომებზე დეტალურად სხვა დროს – ახლა მხოლოდ ერთს დავწერ:
ოპოზიციამ ოცნების მთავარ მესიჯს – “ომი არ გვინდა და გვინდა მშვიდობა“, სათანადოდ ვერ უპასუხა‼️
წუხელ კახი კალაძემ ღია ეთერში, “იმედზე” თქვა, რომ ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელი მათ სთხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, როცა ჩავეკითხეთ, დავუშვათ, რამდენიმე კვირა გავძელით, რა იქნება მერეო, პარტიზანულ ომზე გადადითო, – დააზუსტა!
გათენდა დღეს და ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი მას არც პასუხს სცემს, არც კონკრეტიკას სთხოვს!
დავიჯერო, მხოლოდ მე მოვუსმინე?!
ასე იქმნება მითები და ასე მუშაობს ოცნების პროპაგანდა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.