სამშაბათი, მაისი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და...

“ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს” – თამარ კორძაია

ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ პროკურატურის მიერ საარჩევნო აპარატის დაყადაღებაზე:

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს.

ზუსტად აქედან გამომდინარე გუშინ ჩვენ დავაყენეთ სასამართლოზე შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის განხილვა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა და ამაზეც უარი გვითხრეს, რადგან როდესაც წვდომა არ აქვს სასამართლოსაც კი იმ დოკუმენტებზე, რომელიც დალუქულია, შეუძლებელია სასამართლომ თქვას, რომ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის, ამიტომ ეს არის უბრალოდ “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა, დიქტატურა, რომელშიც ჩართული ჰყავთ ხელისუფლების ყველა შტო”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...