შაბათი, ივლისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარია, რომ მაგ სიმულაციურ პარლამენტში ას კაცზე ნაკლები,...

“მთავარია, რომ მაგ სიმულაციურ პარლამენტში ას კაცზე ნაკლები, ამ შემთხვევაში 89 რუსის მონა, დარჩეს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას და განცხადების დაწერას:

,,არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია როდის დაწერს განცხადებას პარლამენტის მიტოვებაზე. არც პარლამენტის ლეგიტიმურობა განისაზღვრება პირველი სხდომით მხოლოდ. კონსტიტუცია აწესებს პარლამენტის ფუნქციონირებისთვის, ლეგიტიმურობისა და უბრალოდ რესპექტაბელობის მარტივ წესს.

150 ადამიანისგან შემდგარი ორგანო, რომ რამესთვის ვარგოდეს, ხალხი მას პატივს სცემდეს, უცხოელები პარტნიორად აღიქვავდნენ, ამისთვის ასი კაცი მაინც უნდა ამბობდეს, რომ ვარ დეპუტატი. თუ ეს ნორმა ირღვევა ბუნებრივად დგება ლეგიტიმაციის საკითხი, გინდ ეს პირველ სხდომაზე იყოს გინდ მეხუთეზე. ამიტომ, როგორ ან რა დროსაც არ უნდა დაწერონ დეპუტატებმა განცხადება, მას შემდეგ რაც რეალური დეპუტატების ოდენობა ასს ჩამოცდება, ის პარლამენტი აღარაა ლეგიტიმური და ეს პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან.

კერძოდ, “პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან” – რატომ წერია ეს ნორმა? პირველ სხდომას ხომ უბრალო უმრავლესობა სჭირდება? უბრალო უმრავლესობითაც ხომ შეიძლება კანონების მიღება, მთავრობის, ბიუჯეტის დამტკიცება? ბოლო ბოლო ამ ასში ხომ შეიძლება უმრავლესობაც იყოს და ოპოზიციაც?

კი ეს ყველაფერი შეიძლება, მაგრამ 150 კაციან ორგანოს ასი კაცი მაინც სჭირდება, რომ ლეგიტიმურ პარლამენტად იყოს აღქმული. კონსტიტუციის ეს ნორმა პირველ სხდომაზე საუბრობს, მაგრამ აწესებს პარლამენტის ლეგიტიმური ფუნქციონირების საფუძველს. ესაა პარლამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნა, რასაც კონსტიტუცია აწესებს.

დავანებოთ თავი პოლიტიკურ კრიზისს. 150 დეპუტატი ავიაკატასტროფაში რომ მოყვეს და 90 გადარჩეს (უმრავლესობა უმცირესობიანად, მაგრამ 76 უმრავლესობა რომც შენარჩუდეს), ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან 150 კაციანი პარლამემტი ასი კაცით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი.

ამიტომ, ვინ როდის დაწერთ პარტიებმა თავად გადაწყვიტეთ. მთავარია, რომ მაგ სიმულაციურ პარლამენტში ას კაცზე ნაკლები, ამ შემთხვევაში 89 რუსის მონა, დარჩეს”, – წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

“მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს, მონაწილეობა მიიღონ ამ კონფერენციაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება 2025 წლის 25...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...