კვირა, დეკემბერი 28, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე...

კახა კალაძე: “თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ?”

საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ კრიტიკას კახა კალაძე არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა არ მისცა ოპოზიციას:

სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში.

იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა.

თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? თუ ეს პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში, რამდენი უცხოელი დამკვირვებელი იყო, ზოგადად, 25 ათას დამკვირვებელზეა საუბარი, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასებები? რატომ დადო ეუთო/ოდირმა კარგი შუალედური დასკვნა, ასევე კარგი საბოლოო დასკვნა?

თქვენ იზეიმეთ ნაადრევად. ჯერ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გატყუებდნენ, რომ საოცარი პროცენტები ჰქონდათ. თუ დააკვირდებით თქვენი კვლევების სტატისტიკას 2012 წლიდან, ის აცდენილია რეალობას, ეგზიტპოლები აცდენილია რეალობას. გატყუებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ. თქვენც მიყვებით ამ ყველაფერს და იჯერებთ. მერწმუნეთ, სხვა რეალობა გვაქვს და მოგიწევთ ამ რეალობაზე შეგუება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არასერიოზულია კითხვები საარჩევნო უბნებზე კამერებთან დაკავშირებითაც.

კამერები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საშიში იყო ბეჭდებიანი მილიონერი ქალბატონი. არასერიოზულია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“8 წელი თემირლანის მკვლელობის დღიდან… სადაც არ არსებობს სამართალი, იქ მშვიდობაც არ იქნება” –...

შვილმოკლული მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, შვილის - თემირლან მაჩალიკაშვილის...

“ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება” – ხვიჩა კვარაცხელია

ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის "პსჟ"-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს...

“Როგორ მოგწონთ ქრისტეშობაზე ადრე ახალი წლის აღნიშნვა?” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს მართლმადიდებლურ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებით (არა)რიტორიკულ შეკითხვებს სვამს საქართველოს...

“სანამ ივანიშვილის რჩეული კადრები მართავდნენ, იყო ბნელი და უკუნი და მოვიდა კობახიძის გუნდი და...

მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობის მეთაურად დანიშვნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...