სამშაბათი, ივლისი 8, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ბოლო დღეებში რადიკალების "პოლიტიკურ კინტაურს" ვისმენთ"

კახა კალაძე: “ბოლო დღეებში რადიკალების “პოლიტიკურ კინტაურს” ვისმენთ”

რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ცდილობს, რომ ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს. მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, რომ ისევ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ სიცრუეს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ:

არჩევნებთან დაკავშირებით, ვისმენთ სიცრუეს, არასწორ განცხადებებს. რეალურად გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები არ არსებობს. მათ აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს რაიმე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ვისმენთ სიბინძურეს და სიცრუეს, თუმცა, ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ კონკრეტული ფაქტი წარედგინა პროკურატურისთვის ან საზოგადოებისთვის. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ. კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, როგორმე სახე შეინარჩუნონ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამ ადამიანებს მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ, არჩევნებს ჩვენ ვიგებთო. საზოგადოებამ მათ მიანიჭა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ. დღეს კი, მცდელობა აქვთ, ისევ თავიანთ ამომრჩეველს მოატყუონ.

არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, იყო მრავალპარტიული, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, მოსახლეობას კი შეეძლო საკუთარი არჩევანი თავისუფლად გაეკეთებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თბილისის მერის თქმით, ნამდვილად არსებობს ზეწოლისა და ბულინგის ფაქტები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება შეისწავლის.

არსებობს ზეწოლისა და ბულინგის კონკრეტული ფაქტები, როგორც ამომრჩეველზე, ასევე დამკვირვებლებზე. როდესაც უკვე საარჩევნო უბნები იხურებოდა, ხმების დათვლა მიმდინარეობდა, იყო კონკრეტული მუქარები, შეურაცხყოფები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...