spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიცია ვითხოვთ არჩევნების ახლიდან ჩატარებას" - გიორგი ვაშაძე

“ოპოზიცია ვითხოვთ არჩევნების ახლიდან ჩატარებას” – გიორგი ვაშაძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და “ტვ პირველის” ეთერში “მელაძის შაბათში” ნაჩვენები არჩევნების გაყალბების ფაქტების შეფასებას ახდენს:

,,ჩვენ ვნახეთ ფარულობის დარღვევას ტოტალური კონტროლისთვის როგორ იყენებდა ,,ქართული ოცნება” და ამისი კონკრეტული მტკიცებულებები; ჩვენ ვნახეთ, როგორ ატრიალებდა კარუსელს ,,ქართული ოცნება” და ამისი კონკრეტული მტკიცებულებები; ჩვენ ვნახეთ სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები; ჩვენ ვნახეთ პირადი ნომრებით უცხოეთში მყოფი ადამიანების ნაცვლად ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები; ჩვენ ვნახეთ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართულები არიან ე.წ. რეგისტრატორები, კომისიის წევრების სახით. ის ვითომდა პროფესიული ნიშნით დანიშნული სუს-ის მიერ შერჩეული ადამიანები, რომლებიც ამ სქემის საკვანძო ფიგურები არიან; ჩვენ ვნახეთ, როგორ ჰქონდათ უკანონოდ აწყობილი ქოლ-ცენტრები და როგორ ძალადობდნენ პირდაპირ ადამიანებზე ამ ქოლ-ცენტრებიდან; ვნახეთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ვერც კი უარყოფენ, რომ ჩართულები იყვნენ ამ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ სქემაში.

მეგობრებო, სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც შექმნა ,,ქართულმა ოცნებამ”. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო სპეც. ოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას, რომელსაც ეწინააღმდეგება ,,ქართული ოცნება”. იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული არჩევნები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომლის პრეცენდენტი, ხაზს ვუსვამ, ასეთი ტიპის ორგანიზებულ-სისტემური დანაშაულების პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ – ოპოზიცია ვითხოვთ არჩევნების ახლიდან ჩატარებას. ოღონდ არჩევნების ახლიდან ჩატარებას არა იმ წესებით, რომელმაც ეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა, არამედ ახალი წესებით, რომელიც იქნება გარანტი თითოეული ადამიანის ხმის დაცვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...