spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს პარლამენტი ვერასოდეს გახდება ლეგიტიმური, თუ..." - ნინო...

“ეს პარლამენტი ვერასოდეს გახდება ლეგიტიმური, თუ…” – ნინო ჯანგირაშვილის 3-პუნქტიანი განმარტება-შეთავაზება

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტის არალეგიტიმურობის მისაღწევად 3-პუნქტიან შეთავაზებას აკეთებს:

ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს პარლამენტი ვერასოდეს გახდება ლეგიტიმური, თუ:

1. ოპოზიცია და არასამთავრობოები დადებენ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს, რის გამოც დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ეს არ არის რთული, რადგან მინიმუმ ერთი მტკიცებულება – ხმის მიცემის ფარულობის საყოველთაო დარღვევა სახეზეა. დასავლეთი კი ისედაც ძალიან ცუდი წარმოდგენის არის ივანიშვილის რეჟიმზე და არ გაუჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

2. საქართველოს მოქალაქეები რაღაც პერიოდულობით მაინც და სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ, რომ არ ვეგუებით და არ ვიღებთ გაყალბებულ შედეგებს.

3. არცერთი, მართლა არცერთი ოპოზიციონერი არ შევა პარლამენტში. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ახლავე მოხერხდება ჩახსნა თუ პარლამენტის შეკრების შემდეგ. როცა მოხერხდება, არცერთმა ოპოზიციონერმა არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს. 89 დეპუტატიანი პარლამენტი უბრალოდ ვერ იქნება ლეგიტიმური. არ დაიწყოთ ახლა ძაააან ჭკვიანმა იურისტებმა და კონსტიტუციონალისტებმა ტვინის ბურღვა.

ეს სამი ამბავი თუ ასე იქნება დანამდვილებით, სანერვიულო ჩვენ არ გვაქვს არაფერი, სანერვიულო აქვს ივანიშვილს. და ჩვენ ასე მასობრივად და უსასრულოდ რატომ ვნერვიულობთ? რაში გვეპარება ეჭვი, იქნებ ავხსნათ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...