spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე, პირადად, მზად ვარ ყველაფრისთვის - დავიცვა ჩემი...

“მე, პირადად, მზად ვარ ყველაფრისთვის – დავიცვა ჩემი სამშობლო, დავიცვა ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი და თქვენი შვილების მომავალი” – გიორგი ვაშაძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ტელეკომპანია “მთავარზე”, თოქ-შოუ “ღამის მთავარზე”, საპროტესტო მოძრაობის გეგმების შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მხარდაჭერისა და ჩართულობისკენ მოუწოდა:

რა არის ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაბიჯები?

პირველი – ბრძოლა ბოლომდე. ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 2 მთავარი მიმართულება – ეს არის არჩევნების არაღიარება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ;

მეორე – მწვავე პროტესტი.

ეს არის ის რეალური, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

ორშაბათ 7 საათზე არის პირველი დიდი შეკრება. მანამდე ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას წარვუდგენთ ყველა მტკიცებულებას გაყალბების იმ სისტემური სპეცოპერაციისას, რომელიც ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ” და რისი არაერთი მტკიცებულება არის და პარალელურად უკვე ვამზადებთ ძალიან სერიოზულ განგრძობად წინააღმდეგობას. ეს არის მნიშვნელოვანი.

ანუ, 2 კომპონენტია – ეს არის ქუჩის კომპონენტი, გადამწყვეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე არის საერთაშორისო კომპონენტი. სხვა მექანიზმი, რომ “ქართული ოცნება” ვაიძულოთ გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები პრინციპში არ არსებობს, ბუნებაში.

მე ერთ რამეს ვპირდები ყველას, რომ მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის, თავგანწირვისთვის… თავს დავდებ, ხალხნო…

ხმა ხომ გვანდეთ, ახლა გვენდეთ და გამოგვყევით ამ პროცესში.

მე, პირადად, მზად ვარ ყველაფრისთვის – დავიცვა ჩემი სამშობლო, დავიცვა ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი და თქვენი შვილების მომავალი” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...