spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და...

კახა კალაძე: კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ წარმოდგენა, თუ როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა

ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე და ფეხქვეშ თელავდნენ მათ უფლებებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მხრიდან შეტევა იმიტომ ხორციელდება, რომ ქვეყანას ლიბერალური პარტია არ მართავს.

მისივე თქმით, იმ განცხადებებსა და ბრალდებებს, რომლებიც გარე ძალებისგან წინასაარჩევნოდ ისმოდა, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გასცა:

საქართველოში ლიბერალები არ გვყავს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი თავისი შინაარსით, სრულიად განსხვავდება ამ რადიკალებისგან. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები.

საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მათ ღირსებას. ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სამართავად ვერასდროს დაბრუნდებიან.

ხალხს კარგად ახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა ამ ადამიანების მმართველობამ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, გარე ძალების ჩარევა იყო პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში. სამწუხაროდ, ესენი იყვნენ დასავლეთის ქვეყნები. გავიხსენოთ, რა განცხადებები კეთდებოდა.

კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ იმის წარმოდგენა, თუ როგორია ქართველი კაცი, როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა. ვერ წარმოუდგენიათ. ვერ შეისწავლეს კიდევ. რა თქმა უნდა, იმ ჩარევებზე და განცხადებებზე, რომლებიც სიცრუესა და ბოროტებაზე იყო დაფუძნებული, ქართველმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამ რადიკალებს გასცა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...