ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი...

“იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის” – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საპროტესტო აქტივობების დაგეგმვისა და ეფექტურ განხორციელებაზე საუბრობს:

მეგობრებო, მესმის თქვენი გულწრფელი სურვილი მოქმედებაზე გადასვლის, თუმცა ასევე გულწრფელად გეუბნებით:

თუ ამ სიტუაციაში, ვინმე გეგმას წინასწარ გთავაზობთ, თუ გეუბნებათ რომ ან გეგმის გაწერა, ან მისი ყოველდღიური მიყოლა და აღსრულება არის შესაძლებელი – გატყუებთ.

შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, ვართ კონსოლიდირებულები, ვართ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან და თუ ვინმე გეტყვით, დღეს დავიწყებთ, ერთი კვირა ვიდგებით და ზეგ დავასრულებთ – არის ტყუილი, ნუ დაგავიწყდებათ ვის და რას ვებრძვით…

ამ ეტაპზე, არის პარტიების კონსოლიდაცია, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით, აქ ყველა თავისი ბიოგრაფიითა და თავისი ბრძოლის გამოცდილებით არის მოსული.

თუ რამის გამოცდილება მაქვს, მაქვს ქუჩის ბრძოლისა და პროტესტის გამოცდილება.

და წარსულში იმის გულწრფელად თქმის გამოცდილებაც – იყო კონკრეტული ამოცანა, კონკრეტულ ვადაში შესრულებადი თუ არა, კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო.

ახლა გეუბნებით, იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მორჩით სულელებზე გათვლილ რუსულ პროპაგანდას, “რუსი და მშვიდობა” იგივეა, რაც ვეგანი მგელი” – პაატა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება ცალკეულ გავრცელებულ...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე! ✊🇬🇪” – მამუკა ხაზარაძე...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...