spot_img
მთავარიარჩევნები"უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობა ამ არჩევნებში არ იყო...

“უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობა ამ არჩევნებში არ იყო – ეს ნიშნავს, რომ არჩევნები არაკონსტიტუციური და არალეგიტიმიურია” – გიორგი ვაშაძე

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ფარულობის დარღვევისა და არჩევნების გაყალბების პირდაპირი მტკიცებულებები წარუდგინა.

როგორც “ერთიანობის” ლიდერი აღნიშნავს, არჩევნები არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია, ვინაიდან მთავარი, ფარულობის პრინციპი დარღვეული იქნა:

სამ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, პირველი – ეს არის, რომ ოცნების მიერ სპეცოპერაციით ჩატარებულ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება და ამის დასტური არის აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება. აშშ-ს პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ იყო ჩატარებული. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას და არა არჩევნებს, საერთაშორისო აღიარება არ აქვს, არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს არჩევნებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის, იმისთვის, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა გავაგრძელოთ და საბოლოოდ მოვახდინოთ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის გამოცლა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ივანიშვილს ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, მათ არჩევნებს არავინ აღიარებს, უტყუარად დადასტურებულია ის მაქინაციები, რაც ჩამოაყალიბეს სისტემური შედეგების გადაწერის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ჩართეს პროკურატურა და ვის გინახავთ, რომ დანაშაულის ჩამდენი დანაშაულს თავადვე იძიებდეს. ჩვენი მოთხოვნა არის საერთაშორისო გამოძიება ამ მასობრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი – საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. ანუ არჩევნები კონსტიტუციიდან გამომდინარე, უნდა იყოს ფარული. უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობა ამ არჩევნებში არ იყო. უფრო მეტიც, მასობრივად იქნა ეს გამოყენებული ოცნების მიერ, რომ ეძალადათ ამომრჩეველის ნებაზე. ვფიქრობ, ვინც ვიყავით უბანზე, ეს იყო მარტივად აღმოსაჩენი.

უფრო მეტიც, იქ თითეულ ხმის მიმცემს ედგა მაკონტროლებელი თავზე და ხვდებოდნენ, თუ ვის მისცეს ხმა. ეს ნიშნავს, რომ ანტიკონსტიტუციურია და ფუნდამენტური უფლება დაირღვა და ფარულობა არ არის ამ არჩევნებში. ეს არის საფუძველი იმის, რომ ეს არჩევნები გამოცხადდეს გაუქმებულად, არა ლეგიტიმურად, კონსტიტუციის საწინააღმდეგო არჩევნებად და უპირობოდ ამ კადრებით დასტურდება, რომ ეს ყოველივე არ შეესაბამება კონსტიტუციას და არჩევნები უნდა გამოცხადდეს გაუქმებულად.

რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნას, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ადმინისტრირების პირობებში, იმიტომ, რომ ასეთი სიყალბის ჩამდენ ცესკო-ს, რომელმაც პირდაპირ უზრუნველყო, რომ ცხადი ყოფილიყო, თუ ვინ ვის აძლევს ხმას, მას ნდობა ვერ ექნება, ეს არის ის მთავარი საფუძველი, გარდა სხვა გაყალბების მექანიზმებისა, ეს არის მთავარი საფუძველი, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ ჩატარებულა არჩევნები და პირდაპირი ზეგავლენა მოხდა ამომრჩეველზე, გაყალბდა და სისტემურად გადაიწერა არჩევნების შედეგები, ცალსახაა, რომ ამ არჩევნებს არ ექნება არც საერთაშორისო და არც შიდა აღიარება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...