spot_img
მთავარიარჩევნები"კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე...

“კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს” – თამარ კორძაია

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ

თამარ კორძაიას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს საარჩევნო ადმი9ნისტრაციას, ხელისუფლებას:

დასრულდა საჩივრების შეტანის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო კომისიის შედეგებთან დაკავშირებით. “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჩივრა მთელი საქართველოს ყველა უბნის შედეგები და ახლა განვმარტავ რატომ – თქვენს წინაშეა კადრები, სადაც ჩანს “ქართული ოცნების” კომისიის წევრები როგორ ამეცადინებენ თავიანთ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში და ეუბნებიან, რომ მეორე მხარეს გამოჩნდება აუცილებლად, ეს იყო არჩევნებამდე. ეს უკვე არის გუშინდელი გადათვლის შედეგები, სადაც ყველა ბიულეტენზე ჩანს როგორ მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ამომრჩევლის და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლების შელახვა და მას ჰქონდა ტოტალური და მასობრივი ხასიათი.

ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ არავის არ აქვს შესაძლებლობა დღეს განსაზღვროს ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი და ვინ ვერ გააკეთა. ამიტომ მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემს საპასუხოდ არ დააყენოთ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი და არ თქვათ, რომ ამ ბიულეტენს ფარავდა კონვერტი, რადგან ერთი მცირე დეტალია ამ პროცესში, ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, ამიტომ ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს.

ამ ეთერიდან კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

გარდა ამ საკითხისა, საჩივრებში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე და ვასაბუთებთ იმას, რომ მასობრივად ასევე არ ხდებოდა მარკირება, რაც იცავს როგორც წესი გაორებისგან და ხმების დუბლირებისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია გადმოეცეს პოლიტიკური პარტიების შექმნილ ჯგუფს ის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც შენახულია და დალუქულია, რადგან ეს არის ფიზიკური მტკიცებულება, რომლის გადამოწმებითაც შესაძლებელია იმ რეალური დარღვევების დადასტურება, რაც ჩვენ გვქონდა სახეზე.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, გამოიყენონ თავის გადარჩენის შანსი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, განიხილონ ჩვენი საჩივრები და დააკმაყოფილონ, რადგან ეს ფაქტები არის უტყუარი და იმ შემთხვევაში თუ არ გადმოგვცემენ ბიულეტენს ექსპერტიზისთვის, ესეც იქნება დადასტურება იმის, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო მანქანა იყო სრულად ჩართული იმისათვის, რომ დაეშინებინა საქართველოს მოქალაქეები არჩევანის გაკეთების დროს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...