ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკახა კალაძე ოპოზიციაზე: როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე,...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, აგენტი, ქართველი კაცი ხმას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ეუთო/ოდირ-ის წინასწარ დასკვნებში პოზიტიურად არის შეფასებული.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მშვიდი ვითარება არსებობდა და ყველა პარტიას ჰქონდა კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა:

ეუთო/ოდირ-ი ის ორგანიზაციებია, რომლებიც აფასებენ და ასე ვთქვათ, ბოლო ბეჭედს არტყამენ არჩევნებთან დაკავშირებით. ცოტა უკან დავბრუნდეთ და გავიხსენოთ შუალედური დასკვნა როგორი პოზიტიური და კარგი იყო. რეალურად, 2012 წლიდან მოყოლებული ვარ საარჩევნო პროცესებში ჩართული და ასეთი მშვიდი არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია, არ მახსოვს. იყო მშვიდი გარემო, ყველას ჰქონდა თანაბარი პირობები და დასკვნაც იყო შესაბამისი. ასევე, ბოლო დასკვნაში, რომელიც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ ითქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული, საზოგადოებას კი ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ეუთო/ოდირ-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ისინი მარცხს ყველას და ყველაფერს აბრალებენ, საკუთარი თავის გარდა.

ხომ გესმით, დამარცხებული, წყალწაღებული ოპოზიცია ყველას და ყველაფერს აბრალებს. აბრალებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს; ხალხს, თავიანთ ამომრჩეველს აბრალებენ, რაც პირდაპირ უპატივცემულობაა. იმის უნარიც არ გააჩნიათ, რომ მსგავსი სისულელეები არ ილაპარაკონ; ყველას და ყველაფერს აბრალებენ, საკუთარი თავის გარდა. ეს ადამიანები ვერ აანალიზებენ თუ რატომ არ აქვთ მხარდაჭერა. ვინ არიან ესენი? – თავიანთი წარსულით ყველაზე ბოროტი, ყველაფრის მკადრებლები არიან და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ასეთ ადამიანებს მხარს არასდროს დაუჭერს. როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, ხარ აგენტი, ქართველი კაცი ხმას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს. ეს მოხდა ახლაც“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მკერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...